1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯენიფერ ლოპესმა „გააჯაზა“

ჩამოტვირთვა

25 სექტემბერს პოპ-მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ლას-ვეგასში მუსიკალურ ფესტივალში iHeartRadio-ში მიიღო მონაწილეობა. მომღერალთან ერთად სცანაზე მისი კოლეგები სტივ ტაილერი, ლედი გაგა, სტინგი და ნიკი მინაჟი გავიდნენ. თუმცა ჯენიფერი საღამოს ნამდვილი დედოფალი იყო. მომღერალი ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდა, რის შემდეგაც კვლავ სცენას დაუბრუნდა. მაყურებელს დიდი ხანია ლოპესი ასეთი სექსულაური და თავისუფალი არ უნახავს. მარკ ენტონი საკმაოდ მკაცი ქმარი იყო: გამუდმებით ეჭვიანობდა და ცოლის ჩაცმულობას აკონტროლებდა. ქმართან დაშორების შემდეგ ჯენიფერმა თავისუფლება დააგემოვნა. ლას-ვეგასში პოპ-ვარსკვლავი მოკლე წითელი კაბაით გავიდა სცენაზე. მისი სასცენო კოსტუმი იმდენად თამამი იყო, რომ მაყურებელს თავისუფლად შეეძლო ჯენიფერის მილიონ დოლარად დაზღვეული უკანალის ცქერა. 42 წლის ასკში პოპ-ვარსკვლავი საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. კონცერტის შემდეგ ლოპესი ფესტივალის მონაწილე ვარსკვლავების დახურულ წვეულებას დაესწრო. ჯენიფერი წვეულებაზეც მაცდური, მოკლე ღია ფერის კაბით მივიდა. რამდენიმე ჭიქა შამპანურის შემდეგ, ჯეილომ თაყვანისმცემლებთან ერთად "გააჯაზა" და საკუთარი თავისთვის უარი არაფერზე უთქვამს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები