1 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს - სასურველია მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოვუწოდოთ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ბოლო 2 კვირის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი კოვიდდადებითობის მაჩვენებელი, რაც უპრეცედენტოდ მაღალია და შიდა გავრცელების საკმაოდ მაღალ მასშტაბებზე მიუთითებს“.

კულუმბეგოვის განმარტებით, „შესაძლოა, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს და სასურველია ტესტირების მაჩვენებელი გაიზარდოს“.

„თუ შევხედავთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მონაცემებს, ჩვენი ტიპის დადებითობის მაჩვენებლის, ჩატარებული ტესტირების რაოდენობითა და სხვა მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად 6000-დან 20 000-მდე ახალი შემთხვევა ცირკულირებდეს. სასურველია ტესტირების მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი, რასაც აქვს პირდაპირი კლინიკური ღირებულებითი მნიშვნელობა. ქვეყანას პიკური გავრცელება გადავლილი აქვს, ჩვენ ახლა ვართ გავრცელების იმ მასშტაბზე, სადაც არის პლატო და შეიძლება შენარჩუნდეს სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევრამდე. დრამატული მატება შემდგომი 4-6 კვირა არ გვექნება, მაგრამ გამოვლენა და ტესტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდონ.

„პირადად მე, წინა 2 კვირის განმავლობაში ვერ მოვახერხე ორი ადამიანის სტაციონარში განთავსება, რაც ასევე არის პრობლემა. ამ თვალსაზრისით, მზაობა კლინიკების მობილიზაციის კუთხით შემოდგომისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. სასურველია, შემოდგომის პერიოდში მოსახლეობას მოვუწოდოთ პირბადის ტარება, ვისაც ეს შეუძლია და ჯანმრთელობის პრობლემას არ უქმნის“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები