1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მშვიდობიან ცას გისურვებთ“– ლუკაშენკომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ბელორუსის ლიდერმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მილოცვა ბელორუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ლუკაშენკომ, რომლის ქვეყნის ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქების რეგულარული დაბომბვა ხდება, უკრაინელებს “მშვიდობიანი ცა“ უსურვა, ასევე “ტოლერანტულობა, სიმამაცე, ძალა და წარმატება ღირსეული ცხოვრების აღდგენაში.“

“დარწმუნებული ვარ, დღევანდელი წინააღმდეგობები ვერ შეძლებენ დაანგრიონ ორი ქვეყნის ხალხებს შორის გულწრფელი კეთილმეზობლური ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი საფუძველი. ბელორუსი მომავალშიც გამოვა თანხმობის, მეგობრული, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების და კონტაქტების შენარჩუნების დასაცავად ყველა დონეზე“– წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში ბელორუსმა რუსეთის არმიას სრულ განკარგულებაში გადასცა გომელის ოლქში მდებარი ზიაბროვკას აეროდრომი, სადაც რუსებმა სამხედრო ბაზა მოაწყვეს. ოკუპანტებმა იქ ტანკები, სარაკეტო სისტემები და ისკანდერის რაკეტები განათავსეს, რაც თანამგზავრულმა ფოტოებმაც დაადასტურა. მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაციით უკრაინის ტერიტორიას რუსეთი სწორედ ზიაბროვკას აეროდრომიდან ბომბავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები