1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უარესი რომ არ თქვა კობახიძემ მიკვირს.. -მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე  აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ნატალი ჯახუტაშვილის კითხვა მიიღო, როგორც შეურაცხყოფა.

“ურთულესი მოსათმენია თქვენი უმძიმესი პროვოკაციები. უკაცრავად ზედმეტი უტრირებისთვის, მაგრამ უნდა გითხრათ მაგალითი, ისე ვერ ხვდებით როგორც ჩანს – ვიღაცამ გიწოდოთ არ ვიცი საშინელება რამ, ღორი რომ გიწოდოთ ვიღაცამ, მერე მოვიდეს სხვა ჟურნალისტი და გითხრათ: “თქვენ ღორი ხართ?” ასეთ კითხვებს სვამთ. ეს შეურაცხყოფაა თუ კითხვის დასმა?…

მეც მიმძიმს თქვენი ამ პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად და ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. 10-ჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა… თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს, უმძიმესი ფორმით მიაყენეთ ეს უმძიმესი შეურაცხყოფა… მე რომ გითხრათ ახლა: “თქვენ ხართ სასარგებლო იდიოტი კრემლის” – ეს სწორია თუ არასწორია? მე ასე მგონია მართლა და არ გეუბნებოდით აქამდე…თქვენ ბრძანდებით ჩემი აზრით კრემლის სასარგებლო იდიოტები…

მან მოგითმინათ კიდევ, მე თუ მკითხავთ. პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონია, რომ გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით, მაგრამ პოლიტიკოსია და მაგიტომ მოგითმინათ… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები