2 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მისაღებად რვაწლიან პერიოდს შესთავაზებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

პროგრამა შეეხება პირებს, რომლებიც აშშ-ში უკანონოდ იმყოფებიან. კერძოდ, ისინი, ვინც აშშ-ში 2021 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ იმყოფებიან, 5 წელიწადში დროებითი ბინადრობის უფლებას ან „მწვანე ბარათს“ მიიღებენ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში გაივლიან ბიოგრაფიული მონაცემების შემოწმების პროცედურებს, გადაიხდიან გადასახადებს და სხვა ძირითად მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ ისინი, სურვილის შემთხვევაში, 3 წელიწადში აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები