1 1 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირად საქმეზე ჩავფრინდი მილანში და მეორე დღეს იყო უკვე სამსახურში ვიყავი - თალაკვაძემ აღიარა, რომ იტალიაში იყო

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის ოჯახთან ერთად მილანში ჩაფრინდა და მეორე დღეს უკვე სამსახურში იყო. ამის შესახებ მან გადაცემა "კვირის თემაში" ინტერვიუს დროს განაცხადა.


"რეალურად ამ ცხრა ამბიდან, დარჩა მხოლოდ ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო უკვე სამსახურში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

"მე პირადად ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი პოლიტიკური შატალო აქ არ ყოფილა. მით უმეტეს, ამ კრიტიკას ვერ მივიღებ ისეთი ოპონენტებისგან, რომლებიც წარსულში ბიუჯეტის ხარჯზე სამეგობროებით დადიოდნენ საზღვარგარეთ და ეს ყველას გვახსოვს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები