1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

შოუბიზნესი

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა

ჩამოტვირთვა

უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე ზაზარაშვილი გახდა.

უკრაინული მედია წერს, რომ 12 წლის ქართველი მომღერალი მაყურებლის შეფასებით უდავო ლიდერი იყო. სუპერფინალის პირველ ეტაპზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. ამის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მენტორებთან, ჯგუფ „ვრემია ი სტეკლოსთან“ ერთად, მომღერალ კუზმა სკრიაბინის საკულტო სიმღერა, „ლიუდი, იაკ კარაბლი“ უკრაინულ ენაზე იმღერა, რაც მაყურებლის შეფასებით სუპერფინალის ყველაზე ემოციური ნაწილი გამოვიდა. სუპერფინალის მეორე ეტაპზე, 12 წლის ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ჰიტი, „ოლ ბაი მაისელფ“ შეასრულა, რის შემდეგაც მას უკვე უწოდეს შოუს გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით პროექტ „ვოისის“ საუკეთესო მომღერლების რეიტინგში შეიყვანეს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები