1 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ის საქმე რითიც გატაცებული ხართ ამჟამად საერთოდ არაა თქვენთვის მნიშვნელოვანი. უმჯობესია გადახედოთ თქვენს საქმეებს და პრიორიტეტები დასახოთ, დროა მეტი ყურადღება დაუთმოთ საკუთარ თავს.

ლომი - თქვენი ოჯახური, ყოფითი საქმეები განვითარდება საკმაოდ ნაყოფიერად და წარმატებულად, თუ თქვენ დათანხმდებით შეხედოთ მოვლენებს საღი გონებით და არ დაიწყებთ ოცნებას არარეალურზე. 

მშვილდოსანი - დღე საკმაოდ რთული იქნება, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. შეეცადეთ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას ცივი გონებით იხელმძღვანელოთ და ემოციებს ნაკლებად აჰყვეთ. 

კურო - ვარსკვლავები საკმაოდ აქტიურ და მოულოდნელობებით აღსავსე დღეს გპირდებიან. შესაძლოა თავი უმნიშვნელო ფინანსურმა სიძნელეებმაც იჩინოს, თუმცა მათ მოგვარებას დღის ბოლოს მეგობრების დახმარებით იოლად შეძლებთ. 

ქალწული - დღეს იმატებს დეპრესიული მდგომარეობა დადებით სიტუაციებშიც კი. გონებრივი სამუშაო შენელდება და შეხვდებით არასასიამოვნო ფაქტებს . შეგიძლიათ ელოდოთ წარმატებებს ნებისმიერ საქმიანობაში, გესაჭიროებათ ყურადღების კონცენტრაცია. 

თხის რქა - თუმცა დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ საკუთრი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. 

ტყუპები - დღეს თქვენ შეძლებთ მაქსიმალურად გაერკვეთ და სრულყოფილად გაათვიცნობიეროთ თქვენი პრობლემები და მოვალეობები. ასევე ჩნდება შესაძლებლობა დაკავდეთ ჯანმრთელობის საკითხით. 

სასწორი - დღეს თქვენი გონება და ემოციები საოცარ ურთიერთჰარმონიაშია. ეს კი დღის მანძილზე წარმოქმნილი პრობლემების, ოსტატურად მოგვარებასა და კონფლიქტური სიტუაციების დროულად აღმოფხვრაში დაგეხმარებათ. 

მერწყული - დღეს თქვენში სიახლისა და ნოვაციის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ, ახალ საქმეს თამამად მოჰკიდოთ ხელი ან უბრალოდ რემონტი წამოიწყოთ სახლში. ყველაფერი იოლად და ერთნაირი წარმატებით გამოგივათ. 

კირჩხიბი - დღეს გამორიცხეთ თქვენი ტაქტიკიდან ნებისმიერი სიჩქარე. წინდახედული და წინასწარ გათვლილილი მოქმედებანი მოგიტანთ უფრო დიდ სარგებელს. ვნებიანი გრძნობები ამ დღეს რეგულირდება საღი გონებით. სიყვარულში მიუხედავად დიდი გრძნობებისა ცდილობთ იმოქმედოთ ფრთხილად. 

მორიელი - დღეს გაცილებით იოლად შეძლებთ წესების და მოვალეობების შესრულებას ვიდრე სხვა დროს. შეგიძლიათ ზოგიერთ ძველ თვისებას დაუბრუნდეთ, რომლებიც გეხმარებოდნენ თავის მართვაში და საჭირო გეგმით მოქმედებაში. დღეს აქტუალურია პროფესიული ფორმის შენარჩუნება. თქვენს საქციელში შეიმჩნევა ეკონომიურობა, რომელიც გამართლებულია ამ ეტაპზე.

თევზები - იყავით ყურადღებით: თქვენი შეხედულებები იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები შესაძლებელია ძალზედ მკაფიოდ განსხვავდებოდეს რეალობისაგან. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელოვნება, რელიგია თქვენ აგრეთვე შესაძლებელია გელოდეთ იმედგაცრუება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები