1 4 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"ნიკორას" დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლეს -ყაჩაღობა ვარკეთილში

თბილისში  სუპერმარკეტი ნიკორა დააყაჩაღეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის გელა ღარიბაშვილს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება.

თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში გვიან ღამით შეიჭრა და დაცვის თანამშრომელს 7-ჯერ ესროლა. ნასროლი იყო მოლარის მისამართითაც. სუპერმარკეტში ყოფნის პერიოდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა.

არსებული ინფორმაციით, მან 250-მდე ლარის წაღება შეძლო.

სამართალდამცველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

წინასწარი ინფორმაციით, ნიკორაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელი იმყოფებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები