1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გაგრძელდება თუ არა სერიალ ჩემი ცოლის დაქალების გადაღებები?

    მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც ახლახან დაუბრუნდა „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანს, კატოს როლში, „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას...“ ფოტოზე გადასაღები მოედანია ასახული და მზადება მორიგი სერიისთვის.

   „რუსთავი 2“-ის ეთერში „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი მსახიობი, ეკა დემეტრაძე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ მოვლენას. შეკითხვაზე, მფლობელის შეცვლის შემთხვევაში რამდენად იქნება უზრუნველყოფილი სერიალის სცენარის ხელშეუხებლობა და იქნება თუ არა იქ კვლავ აქტუალური თემები, უპასუხა:  

   „არ მინდა დავიჯერო, რომ ამის საფრთხე არსებობს, თუმცა ისე სწრაფად და ჩემთვის იმდენად არაადეკვატურად ვითარდება მოვლენები, რომ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის უფლება. როცა ამას გიზღუდავენ და აქ არ არის საუბარი „რუსთავი 2“-ზე ან რომელიმე სხვა ტელევიზიაზე, არ შეგიძლია ნახო ისიც და ისიც, მერე კი გადაწყვიტო, რას ფიქრობ ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენაზე, ძალიან დიდი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო დიდ ტრაგედიად არ გარდაიქმნება და ჩვენი სერიალის სცენარსაც არ შეეხება, რადგან ეს პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია...“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები