1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ურთმელიძის უკანონო გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ს ახალი მმართველი ეყოლება

"რუსთავი 2"-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ის აღნიშნავს, რომ ურთმელიძემ მორიგი უკანონო გადაყვეტილება მიიღო და "რუსთავი 2" -ის დროებით მმართველად "იმედის" ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი დანიშნა.

"გილოცავთ მეგობრებო! საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა. ამ წუთში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ურთმელიძემ გამოიტანა სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც "რუსთავი 2" -ის დროებით მმართველად დანიშნა რევაზ საყევარიშვილი (იმედის ყოფილი დირექტორი). ამიერიდან, ერთის ნაცვლად გეყოლებათ ორი ტვ იმედი. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიქტატურის დამყარებას!" - წერს გვარამია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები