1 8 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში. დაშავდა ავტომობილის მძღოლიც, რომელიც მოტეხილობებითა და სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა ცენტრალურ გზატკეცილზე მოხდა. თბილისიდან თელავის მიმართულებით მიმავალი გოლფის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და რამდენჯერმე ამობრუნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და უამინდობა გახდა.

http://rustavi2.com/ka/news/30089

კომენტარები

მსგავსი სიახლეები