0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა“ ონტოფოს ასწლოვანი ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად

„თეგეტა ჰოლდინგი“  სოფელ ონტოფოს საუკუნოვანი ბიბლიოთეკის ტექნოლოგიურ აღჭურვაში ჩაერთო. კომპანიამ, განათლების მხარდაჭერის მიზნით, ისტორიულ სამკითხველოს მულტიფუნქციური სმარტ ბორდი გადასცა და ბიბლიოთეკა საჭირო წიგნებით შეავსო. 

აბაშის მუნიციპალიტეტ სოფელ ონტოფოში პირველი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მხარდაჭერითა და ადგილობრივების ძალისხმევით 1912 წელს დაარსდა. 111 წლის შემდეგ ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრები საუკუნოვანი იდეის დაცვის გარშემო გაერთიანდნენ და ტრადიციული სივრცისთვის ახალი მიზნები დასახეს.

ონტოფოს ბიბლიოთეკის განახლების მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესება და მათი ცოდნის გამრავალფეროვნებაა. ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს ინიციატივით, ბიბლიოთეკა საზოგადოებრივ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს, სადაც განახლებულ სამკითხველოსა და საბავშვო სივრცეში ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება. სწორედ ტექნოლოგიური აღჭურვის პროცესში ჩაერთო „თეგეტა ჰოლდინგი“. განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ CSR-ს პრიორიტეტული მიმართულებაა.

სოფელ ონტოფოს სამზრუნველოს წევრები, მოსწავლეები, მასწავლებლები და „თეგეტას“წარმომადგენლები ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენგანახლებული ბიბლიოთეკის კონცეფციას, მის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტას“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:„განათლების მხარდაჭერა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთიპრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივადაა ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.ონტოფოს ბიბლიოთეკას, როგორც „თეგეტა ქეარის“ პარტნიორ ორგანიზაციას, ამ ინიციატივის ყველა ეტაპზე ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვუერთდებით ძალისხმევას - ყველა სოფელში არსებობდეს ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ცოდნის მაძიებელი ახალგაზრდები განვითარებას, ახლის სწავლასა და შემეცნებას შეძლებენ. ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს სოფლიდან ქალაქში მოსახლეობის გადინების მაჩვენებელს და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთავს სოფელში მცხოვრებთა ყოველდღიურობას“.

სოფელ ონტოფოში ვიზიტისას „თეგეტა ჰოლდინგმა“ბიბლიოთეკის ფონდის სხვადასხვა ჟანრისა და კატეგორიის წიგნებით შევსებაზეც იზრუნა. გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მასწავლებლებთან,მშობლებთან და ბიბლიოთეკის თანამშრომლებთანსმარტ ბორდის შესაძლებლობების გაცნობის მიზნით. 

სამზრუნველოს წევრმა, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა ბავშვებს საკუთარი წიგნი წაუკითხა, რომელსაც მოსწავლეები სმარტ ბორდის საშუალებით გაეცნენ. ინტერაქციული შეხვედრა მოზარდების მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდა. სემინარის დასასრულს, ბავშვებმა წიგნის თემატიკის შესაბამისი ნახატები თავადაცშექმნეს. 

თემურ გუგუშვილი „ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს“ წარმომადგენელი:„ბიბლიოთეკის განახლების მიზანია, სოფელში შეიქმნას მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და თანაბრად ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას ყველა თაობის წარმომადგენლისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენთვის ყველანაირ მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „თეგეტას“ თანამონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის იყო პირველი კერძო კომპანია, რომელიც ონტოფოს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს „დაუმეგობრდა“ და მხარი დაგვიჭირა ბიბლიოთეკის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. 

ჩვენი თანამშრომლობის პირველი მთავარი შედეგი გახლავთ ბიბლიოთეკის ე.წ. სმარტ ბორდით უზრუნველყოფა და წიგნის ფონდის განახლება. რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით მათთან თანამშრომლობის გაგრძელებით. ბიბლიოთეკის განვითარების პროცესში, იმედი გვაქვს, „თეგეტას“მხარდაჭერა სხვა ორგანიზაციებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება და ისინი ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მეგობრებსშემოუერთდებიან“.

სამზრუნველოს ინიციატივით, განახლებულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

---

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...