საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს – რასა იუ...
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
|
კომპანია HUAWEI-მ თავის მომხმარებელს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც შემთხვევით ან მოულოდნელად, შეიძლება დაგიზიანდეთ ტელეფონი, შეგექმნათ რაიმე პროგრამული ხარვეზი, ან საერთოდაც დაგივარდეთ სმარტფონი და გაგიტყდეთ ეკრანის შუშა. აღნიშნული ჩამონათვალი, საკმაოდ, მტკივნეულია სმარტფონის მფლობელისთვის. მაგრამ როდესაც დაზიანებული ეკრანის შეცვლას კომპანია სპეციალურ ფასად გთავაზობს, უფრო მეტიც, ელემენტს გჩუქნის, მიღებული სარგებელი შექმნილი პრობლემის სიმძიმეს აბალანსებს და ნერვიულობაც ქრება.
18 მარტიდან - 18 აპრილის ჩათვლით შეცვალეთ თქვენი სმარტფონის დაზიანებული ეკრანი HUAWEI -ს ბრენდ სერვის ცენტრში, სპეციალურ ფასად და მიიღეთ ელემენტი უფასოდ!
„სმარტფონისთვის მთელი და დაუზიანებელი ეკრანის ქონა, დამეთანხმებით მისი კამერის ფუნქციონალურობასა და ელემენტის გამძლეობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა. დაზიანებითაც, ყველაზე ხშირად ის გვიტყდება. ჩვენი პირველი ერთთვიანი აქციის მიზანი, მომხმარებელთათვის მობილურის დაზიანებული ეკრანის შეცვლისთვის უკეთესი ფინანსური შეთავაზებაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომხმარებელი თავისუფლდება ეკრანის შეცვლის (მომსახურების) საფასურისგან და ფარავს მხოლოდ ეკრანის ღირებულებას. პლუს ამას, სრულიად უფასოდ მიიღებს იმავე სმარტფონის ელემენტს, შეცვლის უფასო მომსახურებასთან ერთად,“ - განმარტავს კომპანია HUAWEI-ს სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერი სალომე მელითაური.
კომპანია HUAWEI-ს ბრენდ სერვის ცენტრი მდებარეობს ც. დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ I სართულზე. ცენტრი სრულად პასუხობს ჰუავეის ბრენდ სერვის ცენტრების 2018-2019 წლების მსოფლიო სტანდარტებს. თანამედროვე დიზაინი, კომფორტული გარემო, სწრაფი მომსახურება, ინჟინრებთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება, მომხმარებლთათვის განკუთვნილი მოსაცდელი ზონა, სადაც ბრენდის პროდუქციაზე საინტერესო ვიდეო მასალის გაცნობაა შესაძლებელი.
„სერვის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელს უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი და ჩვენთან ტექნიკური დახმარებისთვის მოდის. მე მხოლოდ ის შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ჯამურად საგარანტიო პერიოდში სერვისისთვის მომართვიანობა, სხვა დიდ ბრენდებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ეს ფაქტი კი, ჰუავეის ხარისხის უტყუარი დასტურია. სასიამოვნო აქციებს პერიოდული სახე ექნება და შემდეგი პროგრამულ განახლებებთან დაკავშირებით გვექნება. უფრო მოგვიანებით ვფიქრობთ სპეციალური ფასის შეთავაზების აქციას ჩვენს აქსესუარებზე, რადგან ბრენდის ორიგინალი ეკრანის დამცავები, ტელეფონის ბუდეები და დამტენი მოწყობილობები-უზრუნველყოფს HUAWEI-ს მომხმარებლებისთვის მათი მოწყობილობების გამართულ მუშაობას და დაზიანებისგან დაცვას,“ - განაცხადა კომპანიის სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერმა.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობისმ ესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზე კომპანია მესამეა დგილზეა. აშშ–ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. HUAWEI Consumer BG არისჰუავეისსამიბიზნესერთეულიდანერთ–ერთი, მათძირითადმიმართულებასსმარტფონების, პერსონალურიკომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI–ისგლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
“რამდენიმე მოსაზრება თბილისში ჩემი ვიზიტიდან: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში წევრობა სრულიად შეუთავსებლები არიან. საბედისწერო შემოდგომა ელის ქართველ ხალხს. მათ უნდა აირჩიონ, სურთ ე...
38 წლის კაცი, რომში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აივნიდან შევიდა, თუმცა მისი ყურადღება ჯოვანი ნუჩის წიგნმა მიიპყრო. სანამ დამნაშავე წიგნს კითხულობდა, სახლის მეპატრონემ გაიღვიძა და პოლიცია გამოიძახა. კა...
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობ...
აშშ მზადაა ისტორიის ახალი თავისთვის პრეზიდენტ კამალა ჰარისის სახით, აშშ მზადაა პრეზიდენტ ჰარისისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობი...
“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფ...
უკრაინული და რუსული მედიების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე კიდევ ერთი, რიგით მესამე ხიდი გაანადგურეს. ინფორმაცია ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად დადასტურებული არ ა...
აფრიკის მიღმა „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათ მაიმუნის ყვავილის ახალი, უფრო ...
კომენტარები