2 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკვლევთ ამ გარემოებას"- ანდრეა ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე  პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტს ეხმაურება.

"ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ, ამის გარეშე რამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო ეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან საუბარში.

ჯაღმაიძის თქმით, მეუფე შიომ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით ჩაიტარა ანალიზები, შემოწმდა როგორც სასმელი წყალი, ისე საკვები, თუმცა მასში საეჭვო ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები