0 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“პატივცემულო ხელისუფლებავ, თქვენ ხალხი გძულთ” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“თავშიც ქვა გიხლიათ, კისერიც გიტეხიათო “ქართულმა ოცნებამ”, როგორც გინდა გადაადგილდით, რიგირც გინდათ, ფული იშოვნეთ და იარსებეთო, მთავარია, ხელისუფლება ვიყოთ მშვიდად, გვქონდეს ზეძალაუფლება, მთავარია ოპოზიცია გავანეიტრალოთ, ხალხის საპროტესტო ღონისძიებები ავკრძალოთ, კიდევ უფრო დავთგრუნოთ და დავაბეჩავოთ ხალხი, რომ ხმის ამოღების უნარიც არ ჰქონდეთო.

ასეც იქცევიან.

პატივცემულო ხელისუფლებავ, ადრე თუ გვიან, ხალხი რომ რისხვისგან უმართავი გახდება და გადაგივლით, არ შემეცოდებით, რაც გინდა დღეში ჩაგაგდონ, ისევე არ შემეცოდებით, როგორც თქვენ არ გეცოდებათ ხალხი და გძულთ”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები