ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა...
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
|
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გულისტკივილით აფასებს და წერს:
"ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ყველა მოვლენას, რაც ქვეყანაში ხდება, გვიან ვიგებ ან ზოგჯერ ყურადღების მიღმა მრჩება… მაგრამ მინდა, ჩემმა მეგობრებმა და გულშემატკივრებმა იცოდეთ, რომ მეც თქვენსავით შემტკივა გული შევილმკვდარი მამების ტრაგედიაზე, სოციალურ პრობლემებზე, ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებაზე, ჩემთვის ძვირფასი საქველმოქმედო ფონდის დევნაზე, პატრიარქის დისკრედიტირების გარედან მართულ თუ ეკლესიის ზოგიერთ მსახურთა ქმედებებით გამოწვეულ კამპანიაზე, ე.წ. ქართული მარშით საზოგადოების ნაწილის აღტაცებაზე, ჰომოფობიით და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ერთმანეთისადმი არასოლიდარობით გამოწვეულ ზიზღსა და აგრესიაზე, ძველი შეცდომების მაინც გამეორებაზე, თბილისის ცენტრალური უბნების უკონტროლო გააღმოსავლურებაზე, მეც თქვენსავით მაღელვებს პრეზიდენტობის კანდიდატი მანდილოსნის მიერ გამოთქმული პოზიციები 2008 წლის ომის თუ სხვა საკითხების მიმართ, ისევე როგორც პოზიციების უცაბედი შეცვლაც ძალზედ მაკვირვებს, თქვენთან ერთად მიხარია ყველა დადებითი მოვლენა, ჩვენი ხელოვანების, სპორტსმენების, მეცნიერების, სტუდენტების წარმატება საერთაშორისო თუ შიდა სარბიელზე, მაღალ დონეზე გახსნილი ოლიმპიადა, მთავრობის მიერ განხორციელებული თუ ოპოზიციის მიერ ინსპირირებული დადებითი რეფორმები, თქვენსავით ველოდები “ჩცდ”-ს თუ Homeland-ის ახალ სეზონებს და თქვენთან ერთად უსაზღვროდ მტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო, თქვენთან ერთად ვლოცულობ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დაღუპული გმირების სულებისთვის, თქვენსავით მინდა, რომ ხვალინდელი დღე იყოს უფრო ნათელი და იმედიანი.
მაპატიეთ, თუ ვერ ვახერხებ, ვიყო დროული მოვლენათა გამოხმაურებაში, ჩემი პროფესიისადმი პასუხისმგებლობა და თავგანწირვა ასევე მნიშვნელოვანი მგონია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღის გაუმჯობესების საქმეში, ამიტომ მომიტევეთ და ყოველთვის მიგულეთ გვერდით!
თქვენი რაჭველი
P.S. რომელიც მის დაუღალავ ორკესტრთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად კვლავ რჩება საკონცერტო დარბაზისა და ძალზედ საჭირო პირობების მოგვარების დაუსრულებელ მოლოდინში… თუმცა ჯერჯერობით არც მე მტოვებს უკეთესი მომავლის იმედი…
P.P.S. სულ მალე ჩვენ ქართული სიმფონიური მუსიკის პროგრამით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 2018 წლის სეზონს დავხურავთ და შევეცდებით, კიდევ ერთხელ მოგცეთ ეროვნული სიმფონიური ორკესტრით სიამაყის განცდის შესაძლებლობა!" - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა :( როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი .... - წერს კატო შინდაღონიძე....
ტიტუშკების ქალაქში თარეში და პროტესტის მონაწილეებთან მათი "მიქსევა", რეჟიმის ხელწერად რომ იქცა, ყველამ ვიცით.უნდა გვახსოვდეს, მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფორმალური გამოძიებაც კი არ ხდება.3 დღის წინ, "...
დღეს, 2024 წლის 2 დეკემბერს, მივიღე ერთ-ერთი მძიმე, თუმცა, გონებით და შინაგანი რწმენით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, მივმართე საქართველოს შსს აკადემიის რექტორს პატაკით, დავტოვო შსს აკადემიის ტაქტიკური მ...
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. "ცენზურის მანქანა ჩაირთო... ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა დაგვიცხრილეს და დაგვისეტყვეს ი...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები