0 8 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ბორღალოსნების საგულშემატკივროდ თიბისი 9 სექტემბერს ღია ჩვენებას გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ჯგუფურ ეტაპზე ბორჯღალოსნები მატჩებს ავსტრალიის, პორტუგალიის, ფიჯის და უელსის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავენ. თიბისი, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარი პარტნიორი, მათ საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადება და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს გამართავს.

 

თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში სპორტის მოყვარულები ეროვნული გუნდის გამხნევებასა და გულშემატკივრობას თიბისის ფან-ზონებიდან შეძლებენ. პირველი ჩვენება 9 სექტემბერს თბილისში, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლის წინ ჩატარდება. რაგბის მსოფლიო თასის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

 

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, თიბისის ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

 

 

თარიღი & დრო: 9 სექტემბერი, 20:00 საათი

ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქუჩა N25

თამაში: ავსტრალია vs საქართველო

 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

 

ღონისძიების მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს პირველი არხი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები