2 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კინზინგერი: მოველი შეთანხმების შესრულებას

კონგრესმენი ადამ კინზინგერი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას მიესალმება. „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად, კონგრესმენის ოფისმა განაცხადა:

 „ეს ამბავი ახარებს და მოელის, რომ იხილავს ამ შეთანხმების შესრულებას. ის უგზავნის მის მილოცვას ჩვენს საელჩოს განსახორციელებაში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის“  - აცხადებს კონგრესმენ კინზინგერის ოფისი.

გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას გასულ კვირას გამოეხმაურა ასევე შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და კომიტეტის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი.
 „მივესალმებით დღეს ბატონი ოქრუაშვილის და ბატონი უგულავს შეწყალებას და ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას შეცვლის და სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას დაასრულებს. დღევანდელი გათავისუფლებები ძლიერ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც იმუშავა იმისთვის, რომ შეთანხმება შესაძლებელი გამხდარიყო და მას ხელი მოაწერა, რომ პროგრესი შეიძლება მიიღწეს და მიიღწევა", - განაცხადეს მათ.

ერთობლივ განცხადებაში სენატორები მოლოდინებზეც საუბრობენ. „ველით, რომ ვიხილავთ საარჩევნო სისტემის შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას, როცა მომავალი კვირების განმავლობაში საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს; ასევე ბატონი გიორგი რურუას, მედია მფლობელის გათავისუფლებას, რომელიც დეკემბერში ბუნდოვანი ბრალდებებით იქნა დაკავებული", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები