2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შიდა ქართლში, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან

შიდა ქართლში, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს 15 წლის მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 60 წელს გადაცილებულ პედაგოგს, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა, პირველკლასელზე ფიზიკურ ძალადობასაც ედავებიან.  

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაული სკოლის შიდა სივრცეში მოხდა, ამის გამო პოლიციამ სკოლის ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„ფაქტს გიდასტურებთ და ვადასტურებ იმას, რომ გამოძიება მიმდინარეობს ანუ 

სკოლა მოიქცა ისე, როგორც კანონი ეუბნება, შეტყობინება შევიდა პოლიციაში და მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ბუნებრივია ვერანაირ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც პედაგოგი დროებით ჩამოცილებულია სასწავლო პროცესს“, – ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბრალდებული პედაგოგი სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკავებიათ. მას გავლენიანი მფარველები ჰყავს. მათი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი მისი ოჯახის ახლო ნათესავია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები