2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გილოცავთ, მთავარია, რუსეთს თუ აიძულებენ გადაწყვეტილების შესრულებას – კუბილიუსი

ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს.

ფორმულასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ მთავარია, აიძულებენ თუ არა რუსეთში, სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულოს.

“პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს და მათ, ვინც საქართველოს წარმოადგენდა, დაერწმუნებინა სასამართლო. ჩვენ ყველამ ვიცით რომ საქართველო სიმართლის მხარესაა, რუსეთი კი პასუხისმგებელია იმაზე, რაც გააკეთა, თუმცა ამის სასამართლოში დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, მთავარია, რა შედეგი მოყვა ამ ყველაფერს, აიძულებენ თუ არა რუსეთს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. ვიცით, რომ რუსეთში პუტინია, მისგან იმის მოლოდინი, რომ გადაწყვეტილებას შეასრულებს, გულუბრყვილობა იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება გადაწყვეტილებაა. დარწმუნებული ვარ, პუტინი რუსეთს სამუდამოდ ვერ მართავს, დარწმუნებული ვარ, ოდესმე იქ დემოკრატიის დრო მოვა და მაშინ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ამბობს კუბილიუსი ფორმულასთან საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები