0 9 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა მელიას ინფორმაციით, ბრმა ტყვიით გარდაცვლილი ქალბატონი შსს-ს თანამშრომელთა გასროლამ იმსხვერპლა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობას ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომელიც სოციალურ ქსელში  წერს, რომ გასროლა შსს თანამშრომლებმა მოახდინეს.

„კომენდანტის საათია. ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან და მერე რა ხდება?

"როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს! კლავს მოხუცი დედის თვალწინ! ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე“, - წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის ქალი მოკლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები