1 0 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს

საქართველო-აზერბაიჯანის 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთი უკვე ათწლეულებია, მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პერიოდულად კეტავენ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელ გზას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. ბოლოს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ზუსტად 5 დღის წინ, „ევროპა ნოსტრას“ წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა მოინახულა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს და შესვლა სასულიერო პირებსაც აუკრძალეს. ის, რომ აკრძალვები, გარეჯშიზურაბიშვილის უკავშირდება, დღეს დილით დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა საჯაროდ თქვა.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის სრულად დადგენის აუცილებლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა.

მთავრობამ მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მონასტრამდე მისასვლელი, გზა ჩაკეტილი გზა, „კურიერმა“ გადაიღო და პირდაპირ ეთერში აჩვენა მესაზღვრეები, რომლებიც აღდგომის ტაძრისკენ გზას თხრიდნენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები