0 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი მოკლეს

რამდენიმე საათის წინ თბილისშიო მკვლელობა მოხდა. 35 წლის მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. 

დამნაშავე ამ დრომდე სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ირკვევა, ურთიერთშელაპარაკების დროს დაზიანებები მასაც აქვს მიღებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები