0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს თურქეთში მკვლელობა ედებათ ბრალად

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალი ედებათ მკვლელობაში. როგორც თურქული მედია იუწყება, ერთი ქართველი დაკავებულია, ხოლო მეორე კი ძებნაშია გამოცხადებული. 

გამოცემა Hurriyet-ის ინფორმაციით, საუბარია ძმებ გ. და გ. წ-ებზე. ძმები თურქეთის მოქალაქემ ორჰან ჩელიქმა სამუშაოდ ორი თვის წინ აიყვანა. ორჰან ჩელიქის სახლი სამუშაო ადგილის ზედა სართულზე მდებარეობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გასულ შაბათს ძმებმა ორჰან ჩელიქს ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და მისი წამება დაიწყეს. წამების შედეგად ორჰან ჩელიქი გარდაიცვალა. მომხდარს ორჰან ჩელიქის მეუღლე შეესწრო, რომელიც ქართველების მხრიდან ასევე გახდა წამებისა და ძალადობის ობიექტი. 

დანაშაულის ადგილზე ასევე იმყოფებოდა ჩელიქის შვილი, რომელმაც მეზობლებს უხმო დახმარებისთვის. შედეგად, ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ გამოძახებულნი. მათ გ. წ. დააკავეს, ხოლო მეორე ძმამ გაქცევა მოახერხა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები