0 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვაზისუბანში მამაკაცი ჩაცხრილეს

მკვლელობა თბილისში - ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობა სავარაუდოდ, შურისძიების მოტივით მოხდა და ის შესაძლოა წლების წინ მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდებოდეს.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათი თქმით, დაჭრილი მამაკაცი ეზოში იპოვეს და  სასწრაფო გამოიძახეს. როგორც ექიმი ამბობს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებიდან თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ჰქონდა თავის ტვინში შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა.

ერთჯერადად მოხერხდა გულის მოქმედების აღდგენა. შემდეგ ისევ მოხდა გულის გაჩერება და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“- აცხადებს ექიმი თეონა ხუჭუა.

შს სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები