1 0 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შვილები, დედა და მამა არ მინახავს მესამე კვირაა”

ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“მედია, კორონასთანომის წინა ხაზზეა, ვმუშაობთ უფრო მეტს, უმძიმესი ემოციურ ფონზე, მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა, ეს ჩვენი არჩევანია, ეს ჩვენი პროფესიაა. ჩვენს ინფორმაციას ყოველ წუთს სახლში მყოფი მილიონობით ადამიანი ელოდება. ვმუშაობთ მაშინაც, ფრონტის წინა ხაზზე, როდესაც ისვრიან, გბომბავენ ან ვირუსი გიტევს. ჩვენც ადამიანები ვართ, რკინის ნერვებით, ცივი გონებით მაგრამ ისეთივე ადამიანები, აი, თქვენ რომ ხართ, ახლა რომ გვიყურებთ შავ ყუთთის მეორე მხარეს.

გადაგვარჩენს პასუხისმგებლობა და იმის გააზრება, რომ კორონას წინააღმდეგ, ჯერ მთავარი წამალი იზოლაციაა.

შვილები, დედა და მამა არ მინახავს მესამე კვირაა, ასე მათთვის უფრო უსაფრთხოა. ჩემი მშობლები უკვე 70-თან ახლოს არიან და სხედან სახლში. ღამით, როცა კიდევ ერთი მძიმე დღე ჩაივლის, ყველაფერს დაგეგმავ დაწერ, გაანაწილებ, მათი დრო დგება, მიუტან და კართან დაუტოვებ ამანათს. დედა სულ ნერვიულობს, სახლში შემოსვლა რა პრობლემაო. პრობლემაა, ნაკლები კონტაქტი = ნაკლებ ინფიცირებულს.
ვეუბნები,

ღამე მშვიდობის, ხვალ ახალი დღეა, 07:30 მაღვიძარა დარეკავს….”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები