0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამი შვილის დედა საქორწინო მოგზაურობის დროს დაბრმავდა

  ლაურა ჯონსთონს  40 წლის ასაკში,  ორი კვირის შემდეგ ქორწინებიდან, დაუდგინეს MS. ეს მოხდა ტაილანდში, როდესაც  ქმართან და სამ შვილთან ერთად აღნიშნავდა ბედნიერ საქორწინო მოგზაურობას.

  40 წლის ლაურასთვის ეს მეორე ქორწინება იყო, მაშინ როდესაც ეგონა , რომ ბედნიერ  ცხოვრებას  იწყებდა  ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა

ორი კვირის შემდეგ ერთი თვალით დაბრმავდა და  შემაძრწუნებელი  ამბავი გაიგო - მას  გაფანტული სკლეროზი აღმოაჩნდა

ლაურა:" ეს გავდა ცუდ სიზმარს. მე ვფიქრობდი, რომ გავიღვიძებდი რომელიმე მომენტში და მხოლოდ ცუდი სიზმარი იქნებოდა და არა სინამდვილე."

მაგრამ მედდამ უთხრა, რომ სიზმარი მხოლოდ ახლა იწყებოდა. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, მას ქრონიკული დაავადების სიპტომები გამოუვლინდა.

თავდაპირველად სისუსტის შეგრძნება დაეწყო მარცხენა ფეხში და შემდეგ უკვე სისუსტე ორივე ფეხზე იგრძნო. ლაურას ახლა უკვე ჯოხი სჭირდებოდა გადასაადგილებლად და დიდ მანძილზე წასასვლელად -ეტლი. შეექმნა წონასწორობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემა, ჰქონდა ქრონიკული ნერვოლოგიური ტკივილი, რომელსაც მთელ სხეულზე გრძნობდა. შეზღუდული შესაზლებლობების გამო, ლაურამ მოიმატა 30 კილო.მის ქმარს უწევდა ახლა საჭმლის მომზადება, რადგან ლაურასთვის დიდ ხანს დგომა იყო საკმაოდ რთული.

ლაურა;"ყოველი დღე იყო ბრძოლა მუშაობის შესანარჩუნებლად, სახლის ორგანიზებისთვის, ბავშვებსა და მათი აღზრდისთვის. ვცდილობდი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას. მე სხვანაირი ცხოვრება მსურდა, მაგრამ არ მქონდა არჩევანი".

ლაურა მალე დაიღალა ყველაფრით, მაგრამ მან გაიგო მკურნალობის  შესახებ, რომელიც არის სისხლმბადი ღეროვანი უჯრედის ტრანსფორმაცია (HSCT). HSCT შესაძლებელია რამდენიმე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

ამგვარად, ლაურამ გადაწყვიტა  რუსეთში გაფრენა ერთი თვის განმავლობაში იმ იმედით, რომ დაეხმარებოდნენ მას ამ დაავადების დამარცხებაში.

ლაურა:"მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი სხეული გამოჯანმრთელდება და მორჩება ამ მეთოდით."

ლაურას თქმით, 40 პროცენტი ადამიანებისა ამ მეთოდით იუმჯობესებს თავის შესაძლებლობებს და ის იმედოვნებს, რომ ერთი თვით ოჯახის დატოვების შემდეგ, მას შესაძლებლობა ექნება, შეუერთდეს ამ ადამინების რიგებს. ლაურას აქვს იმედი, რომ მკურნალობის შემდეგ, უკან მეტი ენერგიით დაბრუნდება და აღარ ექნება ტკივილი.

                                                              ავტორი :  მაგდა ბატიაშვილი

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები