0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ამბობენ , რომ ჩვენ ყველა ერთ ზომაზე გამოჭრილები და ერთნაირები ვართ..“- მუსლიმი ქალის ცხოვრება ამერიკაში


  ლინსი ადარიომ ისლამურ  სამყაროში  სახელი გაითქვა კონფლიქტების ფირზე აღბეჭდვით. ადარიო ფოტოგრაფად მუშაობდა, ავღანეთისა და ერაყის ომში , ლიბიის სამოქალაქო ომში, ფოტოებს იღებდა დარფურის გენოციდსა და მიგრანტების კრიზისზე.  ფოტოგრაფს რამდენიმე ფოტოსთვის მიღებული აქვს ცნობილი "მაკარტურის" პრემია, ასევე წარდგენილი იყო პულიტსერის პრემიაზე. ფოტოგრაფი ორჯერ გაიტაცეს .   ერაყსა და ლიბიაში. (მის ისტორიაზე სტივენ სპილბერგმა ფილმიც კი გადაიღო, სადაც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი თამაშობს.)

   მოგვიანებით, კონექტიკუტში დაბადებული, წარმოშობით ლონდონელი, ფოტოგრაფი, უფრო მეტად დაინტერესდა საკუთარი ქვეყნით და კამერის ობიექტივიც მისკენ მიმართა.

 " ამერიკაში მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ვხედავ როგორ იზრდება ქვეყანაში სიძულვილი. ადამიანები, როგორც ჩანს მთავრობას შიშის გამო ირჩევენ.  როცა საზღვარგარეთ ვიყავი, გავაცნობიერე, თუ რამდენი ადამიანი ხელმძღვანელობს ამერიკის მაგალითზე და ისინი ძალიან დაბნეულები არიან, ვერ ხვდებიან რა ხდება" - ეს სიტყვები ფოტოგრაფმა ბალტიმორში , „ვოგის“ მორიგ გადაღებაზე განაცხადა .. მაშინ მან მუსლიმი ქალის ერთი ჩვეულებრივი კვირა  ფოტოებზე აღბეჭდა. ამერიკის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე არჩეული იყო, თუმცა  ინაუგურაცია არ იყო ჩატარებული. ფოტოებზე შესამჩნევია, თუ რამდენად განსხვავებულად გამოიყურება თითოეულ ფოტოზე აღბეჭდილი მუსლიმი ქალი.

   ზეინებ ჩოდრი ბალტიმორში დაბადებული, თუმცა  წარმოშობით პაკისტანელია ქალია . იგი საელჩოში ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების დეპარტამენტში სპიკერის თანამდებობას იკავებს. "ამბობენ , რომ ჩვენ ყველა ერთ ზომაზე გამოჭრილები და ერთნაირები ვართ, მაგრამ ფაქტი, ისაა, რომ ყველა ჩვენგანს განსხვავებული უნიკალური წარსული აქვს, სწორედ ეს გამოგვარჩევს ერთმანეთისაგან" -ამბობს ზეინები. "ამ ქვეყანაში ის ქალები, რომლებიც თავს იფარავენ, არიან ისლამის ყველაზე ნათელი სიმბოლოები. თავსაბურის დახურვით, ისინი არამხოლოდ ისლამოფობების არამედ არამუსლიმების სამიზნეც ხდებიან, რადგან ისინი თვლიან, რომ ეს ქალები თავიანთ რელიგიას ახვევენ თავს" ჩოდრი ხუმრობით ამბობს, რომ წიგნი უნდა დაწეროს ამის შესახებ . "ქედმაღლური განცხადებები , საძაგელი მზერა,ან ფრაზა: ო, შე საბრალო . ხშირად სწორედ ამ ყველაფერს ვიღებთ ადამიანებისგან"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები