0 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დილის გადაცემის წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით"მთავარი არხი" განცხადებას აქვეყნებს

"შენი დილის" წამყვანის, ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით"მთავარი არხი" განცხადებას აქვეყნებს.

""მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად "მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება. ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეწამყვანის მიმართ გამოძიება დაწყებულია სამი მუხლით. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები