1 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა სიმძიმის პაციენტებთან გამოიყენებენ კორონავირუსის სამკურნალო ახალ პრეპარატებს – გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს თუ რა ტიპის პაციენტებთან გამოიყენებენ სამკურნალოდ კოვიდ 19-ის ახალ პრეპარატებს.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ მედიას განუცხადა, პრეპარატების ნაწილი ქვეყანაში თვის ბოლოსთვის შემოვა.

„საკოორდინაციო საბჭო მომდევნო კვირას განიხილავს ახალ ცვლილებას გაიდლაინების საბჭოს ფორმატში და მისი აღიარება მოხდება. თუმცა, ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ახალი მედიკამენტების გამოყენება დაიწყოს. პროტოკოლები გაზიარებულია კლინიკური ჯგუფის წევრებისთვის, ასევე, ძირითადი კლინიკებისთვის. მათ იციან ამ მედიკამენტების მოხმარება.

რა მედიკამენტებზეა საუბარი? საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელიც „როშეს“ წარმოებისაა. ეს პრეპარატი აღიარებულია როგორც ევროპის ქვეყნებში ასევე ამერიკაში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც აქვს. საუბარია „ბარიციტინიბზე“, ასევე „ელილის“ წარმოებულ მონოკლონურ ანტისხეულებზე, რომელთა მიღებასაც ჩვენ ველოდებით დონაციის სახით.

„ტოცილიზუმაბის“ კიდევ დამატებით მარაგს ველოდებით, რომლის წარმოება ერთ-ერთმა წარმატებულმა ინდურმა კომპანიამ „ჰეტერომ“ დაიწყო. სწორედ ამ კომპანიისგან შევისყიდეთ „ტოცილიზუმაბის“ ის რაოდენობა, რაც ქვეყანას დასჭირდება. ეს ყველა მედიკამენტი ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში, ნაწილი ამ კვირაში შემოვა. კლინიკები მზად არიან, რომ ეს მედიკამენტები გამოიყენონ.

ჟურნალისტის კითხვაზე რა სიმძიმის პაციენტებთან გამოიყენებენ კორონავირუსის სამკურნალო ახალ პრეპარატებს, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ისეთ პაციენტებთან გამოიყენებენ ვისაც პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვს.

„მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ხდება უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, მაგრამ იმ პაციენტებში ვისაც აქვს პროგნოზულად დამძიმების მაღალი რისკი აქვს. მაგალითად, თუ აქვთ თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში არის ნაჩვენები ამ მედიკამენტების გამოყენება, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ და დასძინა, რომ ყველა მედიკამენტი დაიფარება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

„ნაწილი როგორც მოგახსენეთ არის დონაციის სახით, ნაწილის შესყიდვაზე კი მუშაობა მიმდინარეობს“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები