0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მწვანე ზონებში შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას – ტიკარაძე

შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, მწვანე ზონებში შესაძლოა, ტრანსპორტიც გაიხსნას – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედის ეთერში განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ ქვეყნები არის დაყოფილი მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებად. დღესდღეობით ჩვენ საქართველოში რეგიონები გვაქვს დაყოფილი ამ მხრივ. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. იმ რეგიონებში, რომელზეც მივუთითებთ ჩვენ რომ არის მწვანე ზონა, რა თქმა უნდა გვექნება მეტი საშუალება იმისა, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი და შესაძლებელია, ტრანსპორტიც იქნას გახსნილი, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით. ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა." – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები