0 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

64 წლის მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ – შემზარავი ფაქტი ჩოხატაურში

საზარელი ფაქტი ჩოხატაურის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში – “ტვ პირველის” ინფორმაციით,  ისტორიის პედაგოგს, 64 წლის კაცს, არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

მედიის ინფორმაციით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდის დედამ სკოლის დირექციას მასწავლებლის გათავისუფლება მოსთხოვა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორს მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან მისი თქმით, “დედამ საგამოძიებო უწყებისთვის მიმართვა აუკრძალა”. 

გოგონა სრულწლოვანი რამდენიმე დღის წინ გახდა.  საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაკავებულის სახლსა და სკოლაშიც. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით დაიწყო. 

აღნიშნული მუხლი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას შეეხება. ოფიციალური ინფორმაციითვე, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები