0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „ნომა“ მოცვის მეურნეობას აფართოებს

2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ თიბისის დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. კომპანიის დამფუძნებელი, როდამ ოქროპირიძე დაარსების ისტორიაზე და წარმატებულ ბიზნესზე გვიყვება:

„ადრინდელი ბიზნესიდან - ხილის გადამამუშავებელი საწარმოდან გამომდინარე, მოცვი ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტი იყო. შესაბამისად, როცა მოცვის ბაღების გაშენებას ვიწყებდით, გვქონდა წინასწარი გათვლები და ვიცოდით, რა რისკებზე მივდიოდით.

2017 წელს, თიბისის იაფი სესხის პროგრამის დახმარებით, ქობულეთში გავაშენეთ  და, შესაბამისად, აღვჭურვეთ 11 ჰა მოცვის ბაღი, სადაც 35 000 ძირი მოცვი ჩავრგეთ. მომდევნო წლებში ამას დავუმატეთ კიდევ 4 ჰა - 15 000 ძირი პოლონეთიდან ჩამოტანილი ნერგები.

მოცვი, ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე, რამდენადაც მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია, იმდენად სარისკო და პრობლემურიცაა მასთან მუშაობა. თავად სამუშაო პროცესის გარდა, რომელიც ყოველდღიურ დაკვირვებას, მოვლას, დაავადებებთან ბრძოლას გულისხმობს, ფერმერებს კიდევ ერთი დიდი პრობლემა აქვთ - ნაყიდი ნერგების ვარგისიანობა. ეს პრობლემა ჩვენც შეგვექმნა - პოლონეთში ვიყიდეთ კონკრეტული ჯიშის ნერგები, რომლებიც, წლების შემდეგ სხვა, გაურკვეველი ჯიშის აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ძირზე 4-5 კგ. მოსავალს ველოდით, ეს ჯიში კი ნახევარ კილოსაც არ ისხამს.

მოგვიწია მათი ამოყრა და გასულ წელს, ისევ თიბისის მხარდაჭერით, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიტანეთ ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი. განაშენიანების პროცესი დაწყებულია და იმედი გვაქვს, შედეგიც ისეთივე გვექნება, როგორიც ჩვენი მონდომებაა.

პირველ წელს 11 ჰა ბაღიდან 10 ტონა მოსავალი ავიღეთ, მეორე წელს - 18 ტონა, შემდეგ -  25 და 30 ტონა. წელს 40 ტონაზე მეტს ველოდებით. ეს ყველაფერი - 35 000 ძირზე. ახალი, 4 ჰა-ზე გაშენებული 15 000 ძირიც რომ დაემატება, ჩვენი გათვლებით, ჯამში 170 ტონიანი ბაღი უნდა გამოვიდეს.

ამჟამად მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი - 100-ამდე ადამიანი ემატება.

ძირითადად ექსპორტზე ვმუშაობთ, თუმცა, მცირე რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდით.

სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ბაღის განახლებას, სათბურების მოწყობას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას ვგეგმავთ.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები