0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მარტივია

თიბისი დაზღვევა სამ წელზე მეტია ადამიანებს უმარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. აპის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ სწარაფად და მარტივად ჩაეწერონ ექიმთან, მიიღონ მიმართვა და ნახონ ინფორმაცია კლინიკებსა თუ სპეციალისტებზე. ამჯერად, პროცესის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ჩვენს მომხმარებლებს რამდენიმე სიახლეს ვთავაზობთ.

 

მედიკამენტებზე მიმართვის მიღება ოჯახის ექიმის გარეშე

 

ჩვენს მომხმარებლებს მედიკამენტების შეძენამდე ოჯახის ექიმთან ვიზიტი მიმართვის მისაღებად აღარ სჭირდებათ. ამისთვის საკმარისია აპში აირჩიოთ “მიმართვის მოთხოვნა”, შემდეგ - “მიმართვა მედიკამენტებზე” და ატვირთოთ სპეციალისტის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფოტო. მიმართვაზე დასტურს SMS-ის სახით მიიღებთ.

 

 

10 ვიწრო სპეციალობის ექიმი 50-ზე მეტ კლინიკაში

 

ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში ოჯახის ექიმის მიმართვა სპეციალისტებთან ვიზიტისთვისაც აღარ გჭირდებათ. მარტივად, აპით მოითხოვეთ მიმართვა ექიმთან. ამ სერვისით სარგებლობა 50-ზე მეტ კლინიკაში შემდეგ სპეციალისტებთან შეგიძლიათ:

 

●     მამოლოგი

●     უროლოგი

●     ორთოპედი

●     ნევროლოგი

●     ჰემატოლოგი

●     გინეკოლოგი

●     პროქტოლოგი

●     დერმატოლოგი

●     ტრავმატოლოგი

●     ოფთალმოლოგი

 

 

 

ჩაწერა რეიმანში სპეციალისტებთან

 

განსხვავებით სხვა პროვაიდერებისგან, რეიმანის კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან და კვლევაზე აპით შეგიძლიათ ჩაწერა.

 

მომსახურების მიღების გამარტივებული სქემა

თუ ჩვენს რომელიმე პროვაიდერ კლინიკაში ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის დანიშნულებით რომელიმე სამედიცინო სერვისით სარგებლობა მოგიწევთ, მიმართვის მოთხოვნა აღარ გჭირდებათ. საკმარისია რეგისტრატურაში აცნობოთ, რომ თიბისის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სასურველ ექიმთან შესვლას მაქსიმუმ 20 წუთში შეძლებთ.

 

თიბისი დაზღვევა განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კიდევ მეტად გამარტივებას. ყველა სერვისით სარგებლობისთვის გადმოწერეთ აპი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები