#ერთადმოვდივართ - ტოიოტა ცენტრი თეგეტამ დაარსებიდან 9 წელი აღნიშნა
2023-03-22 14:10:58
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კომპანიის დაარსებიდან 9 წლისთავთან დაკავშირებით საკუთარ სერვისცენტრში ღონისძიება გამართა და ლოიალურ მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს უმასპინძლა. საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმმა კინოთეატრის ფუნქციაც შეითავსა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათკამპანიის #ერთადმოვდივართ ფარგლებში გადაღებული ფილმი „პალტუსი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივიც მოგონებებია. ფილმით „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებს შეახსენა, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებული შეიძლება იყოს მფლობელისთვის ავტომობილი და რამდენ საინტერესო მოგონებას შეიძლება ინახავდეს ის. ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ადამიანებთან ერთად, სწორედ მანქანაა - ავტომობილი, როგორც მოგონებების ნაწილი. სიუჟეტი ერთი მნიშვნელოვანი ამბის გარშემო ვითარდება, რომელიც ფილმის ძირითად პერსონაჟებს, ძმებს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრებათ. ფილმის მთავარი რეჟისორი დათო ბორჩხაძეა, სცენარის ავტორი - ლაშა მილორავა, დამდგმელი ოპერატორი კი - გოგა დევდარიანი.
ლაშა მილორავა, სცენარისტი: „საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ბრენდმა თავისი დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და მომხმარებელსწარუდგინა. ძალიან საინტერესო იყო „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთან“ ერთად ამ პროექტზე მუშაობა. ვფიქრობ, ამ ფილმით,„პალტუსით“, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ, რაც ერთობლივი თავდაუზოგავი შრომის შედეგია“.
ღონისძიების სტუმრებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალურმა დირექტორმა, მარიამ მელიაშვილმა, 2014 წლიდან დღემდე კომპანიის განვითარების განვლილი გზა და ისტორია გააცნო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მომხმარებლისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნაა. „ტოიოტას“მარკის ავტომობილების სანდოობასთან ერთად კი, ამის მთავარ წინაპირობად მომხმარებლისთვის შექმნილი განსაკუთრებული გარემო და კომფორტული მომსახურება იქცა.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი:
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გასული 9 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. შევძელით და გავხდით იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლობა საქართველოში. ამ მიღწევების აღსანიშნავად გვინდოდა, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ „ტოიოტა“ ხარისხისა და გამძლეობის სიმბოლოა. ფილმის იდეაც ასეთია: ნივთი მაშინ ხდება ნივთზე უფრო მეტი, როდესაც ის მოგონებებთანაა დაკავშირებული, „ტოიოტა“ კი სწორედ ის ავტომობილია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ის მანქანაზე უფრო მეტია, მეგობარია, რომელთანაც ბევრი მოგონება გვაკავშირებს და რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში მოვდივართ. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, ფილმის პრემიერა ნამდვილ კინოთეატრში გაგვემართა, თუმცა მივიჩნიეთ, რომ მისი ჩვენება მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობგარემოში, ჩვენს შოურუმში, უკეთესი იქნებოდა“.
#ერთადმოვდივართ კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიების ბოლოს „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სტუმრებისთვის საგანგებო მიღება გამართა და გათამაშებაც მოაწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
კომენტარები