0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკის ზრდის 6.4%-იანი საბაზო სცენარი

გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. საკუთრივ, აღსანიშნავია იანვარში ადგილობრივი რეალური ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება. ასევე, თებერვლის უნაღდო ანგარიშსწორების მონაცემები, სავარაუდოდ, თებერვალშიც ორნიშნა ზრდის არგუმენტია. ამასთან, გასული წლის მე-4 კვარტლის დასაქმების დინამიკა, როგორც ჩანს, მოსალოდნელზე მხოლოდ მცირედით, თუმცა ზრდის ტემპის კუთხით, მაინც შედარებით სუტია. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ დასაქმების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი მეთოდოლოგიურად ჯერჯერობით ბოლომდე არაა გათვალისწინებული. ფასების სხვადასხვა ინდექსის კუთხით კი, დინამიკა მოლოდინებთან შესაბამისია.

 

თიბისი კაპიტალი აუმჯობესებს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე. სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული. ეს, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის მატერიალური გაუფასურება არაა მოსალოდნელი. მეორე მხრივ, რეგიონულ ვალუტებთან მიმართებით ლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით, მანამ სანამ ევრო არ განაგრძობს გამყარებას, აშშ დოლართან ლარის მატერიალური გამყარებაც ნაკლებ სავარაუდოა და, ამდენად, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდება კვლავ სებ-ის გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებში აისახება. მიუხედავად ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინებისა, წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის დაახლოებით 1 პროცენტით შემცირება კვლავ რეალისტური ჩანს.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30005724-weekly-update-from-the-chief-economist

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები