არ მოატყუო ზამთარი - მოამზადე ავტომობილი „თეგეტა მ...
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
|
საქართველოს ბანკი ფინანსური და ეკონომიკური განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) გუნდი საქართველოში პირველად ეკონომიკის ოლიმპიადას სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს, რომელიც ყოველწლიურად ჩეხური ორგანიზაცია INEV-ის მოდელით ჩატარდება.
პირველ ეკონომიკურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ.
ოლიმპიადა ადგილობრივ დონეზე ორი რაუნდისგან შედგება: სკოლის ტური, რომელიც წერითი ტესტირების სახით ჩატარდება და ეროვნული რაუნდი, რომელიც პანელურ დისკურსიებთან ერთად, წერით და ზეპირ ტესტირებას მოიცავს.
რაც შეეხება მომდევნო, საერთაშორისო რაუნდს - ის სლოვაკეთში ჩატარდება და მონაწილეობას ეროვნულ ტურში შერჩეული 5 მონაწილე მიიღებს. მოსწავლეები, როგორც წერით და ზეპირ გამოცდას გაივლიან, ასევე შეძლებენ ვორქშოპებსა და სხვადასხვა სახის გუნდურ აქტივობებში ჩართვას.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ფინანსური და ეკონომიკური განათლების წახალისებას ისახავს მიზნად, გადავწყვიტეთ საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა ჩავატაროთ. ეს არ გახლავთ კლასიკური ეკონომიკის ოლიმპიადა, არამედ ეს არის კონკრეტულად სკოლის მოსწავლეებზე მორგებული თემები, რომელიც მათემატიკურ, ფინანსურ და სამოქალაქო საკითხებს მოიცავს. ამ ღონისძიებამ უნდა გააერთიანოს, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. ოლიმპიადამ მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და წაახალისოს, ისწავლონ და დააგროვონ მეტი ცოდნა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე, რაც მათ სამომავლო წარმატებაში დაეხმარებათ. ჩეხური ორგანიზაცია INEV უკვე 6 ქვეყანაში (სლოვაკეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, პოლონეთი და ჩინეთი) წარმატებით ატარებს ოლიმპიადებს, რომლებშიც ყოველწლიურად 100 000 მოსწავლე და 3 500-მდე მასწავლებელია ჩართული. ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, ეკონომიკის ოლიმპიადა საქართველოშიც ყოველწლიურად ასეთი მასშტაბით ჩავატაროთ და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ ეკონომიკური და ფინანსური განათლების მიღების შესაძლებლობა“, - განცხადა ორგანიზაცია „საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის“ დირექტორმა, ლევან ფავლენიშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიიისთვის, ფინანსური განათლების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ეკომონიკის ოლიმპიადის მხარდამჭერი, რადგან ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა ფინანსური განათლების დონის გაზრდა ახალგაზრდა თაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგალითად, როგორიცაა: კინგსი, სტემ ბანაკი, მათემატიკის ოლიმპიადა და ა.შ. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, ეკონომიკისა და ფინანსურ საკითხებზე დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, რადგან მომავალში ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლონ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
გამართული ავტომობილი უსაფრთხო მგზავრობის გარანტია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როდესაც ხილვადობა მცირდება და გზაზე დაბრკოლებები იზრდება. „არ მოატყუო ზამთარი“ – ამ გზავნილით „თე...
მოგზაურობა თიბისი დაზღვევასთან ერთად, საჩუქრების აღმოჩენით იწყება, სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებს საჩუქრად 1 GB ინტერნეტი გადაეცემათ. ინტერნეტის გამოყენებას მომხმარებლები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
კომენტარები