0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, „საქკაბელის“ საწარმოზე მზის პანელები დამონტაჟდა

ზესტაფონში, „საქკაბელის“ საწარმოში შემავალი შენობების სახურავებზე, თიბისის მხარდაჭერით, მზის პანელები დამონტაჟდა.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,1 მილიონი ლარია, რომელიც სრულად თიბისის მიერ დაფინანსდა.

500 კვტ დადგმული სიმძლავრის მქონე მზის ელექტროსადგური, კომპანია „ჰელიოს ენერჯიმ“ დაამონტაჟა.

პროექტი ნეტო-აღრიცხვის პროგრამაშია ჩართული. სადგურის გენერაცია პირდაპირ საწარმოო პროცესს ხმარდება და ქსელიდან იმპორტირებული ენერგიის წილს ანაცვლებს. მზის ელექტროსადგურისგან მიღებული ენერგია საწარმოს ჯამური წლიური მოხმარების 1/3-ს ფარავს. შესაბამისად, ნეტო-აღრიცხვის პროგრამა საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიაზე წლიურ დანახარჯებს.

პროექტში გამოყენებულია Tier 1-ის რეიტინგში შემავალი კომპანიის - Hanwha Q Cells-ის მონოკრისტალური ტიპის მზის პანელები. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოში პანელების მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, პროექტში გამოყენებულია კომპანია Huawei-ს ინვერტერები.

თიბისისთვის, ისევე როგორც ქვეყნისთვის, ენერგეტიკა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორია. სწორედ ამიტომ, თიბისი აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ პროექტსა და ინიციატივას, რაც განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და ათვისებას ემსახურება, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესება და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაა. ენერგეტიკის სექტორში თიბისის ბაზრის წილი 56%-ია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები