0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით CITYZEN თბილისში განსხვავებულ და მრავალფეროვან საცხოვრებელ სივრცეს ქმნის

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და ეკონომიკურად გამართული პროექტების მხარდაჭერას  აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია CITYZEN- ი ახალ პროექტს CITYZEN Central Park - ს თამარაშვილისა და უნივერსიტეტის  ქუჩების კვეთაზე ახორციელებს.

 

CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნეს თაუერისაგან შემდგარი პრემიუმ კლასის პროექტია. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უპრეცედენტო მასშტაბია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა 180 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.

 

საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მისი მაქსიმალური სართული 25 იქნება.

 

პროექტს უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა გამოარჩევს უნიკალური ლოკაცია; ექსკლუზიური ხედები; მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა.

 

„ჩვენ შემოგვაქვს დეველოპმენტის ახალი განზომილება. ესაა მდგრადი, ნაფიქრი და სისტემური განვითარება. მოხარული ვართ რომ ახალ, მასშტაბურ პროექტს ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით ვახორციელებთ, როგორც საქართველოს ბანკია. ჩვენი პროექტი ბევრი ასპექტით გამოირჩევა. ესაა ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე, ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზო, ხელოვნური ტბა, ZEN სივრცე, იაპონური ბაღი, საბავშვო მოედანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები. მომავლის არქიტექტურას, მინიმალისტური და იმავდროულად ასიმეტრიული ფორმები ქმნის. სწორედ ეს კონცეფციაა გამოყენებული ჩვენი პროექტის დიზაინში, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება. CITYZEN Central Park, კომპანიისთვის პირველი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პარალელურად კომპანია გეგმავს ზრდა–განვითარებას და სხვა დეველოპერული პროექტების წამოწყებას როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც“,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ტოგონიძემ.

 

„სასიამოვნია, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორც CITYZEN Central Park - ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც  ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის  კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები