0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ახალი ბარათები ახალი თაობისთვის

ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა, ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას.

სწორედ ასეთი სიახლეა თიბისის ახალი ბარათები ახალი თაობისთვის. ეს არის ვერტიკალურ ბარათები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ახალი დიზაინით შეიქმნა.  ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გამოიწერონ მათთვის სასურველი ფერის ბარათები და ისარგებლონ სხვადასხვა განსაკუთრებული შეთავაზებით პარტნიორ ობიექტებში. 

https://www.facebook.com/tbcforyouth/videos/626418882361338/?extid=CL-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C&ref=sharing

ვიზას ახალი ბარათების შეკვეთა მომხმარებელს როგორც თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე ვებგვერდზე www.tbcyouth.ge-ზე შეუძლია. 

„ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიურად ვმუშაობთ პროდუქტების და მომსახურების დახვეწაზე, რომელიც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას გაამარტივებს და მათ ცხოვრების სტილს მაქსიმალურად მოერგება. ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის მუდმივად გვაქვს საინტერესო შეთავაზებები“ - ამბობს თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over იყო, რომელზეც პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls”-მა, კომპოზიცია Take Over დაწერა. 

https://youtu.be/YOzsLDhr4L0 

თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების მიმართულებით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები