0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რეგიონში კრეატივის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი - AD BLACK SEA ბრუნდება!

 16-17 სექტემბერს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმი ისევ უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს, რომლებიც თანამედროვე შემოქმედებით ინდუსტრიას ქმნიან.

ფესტივალის 2-დღიანი პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექციას, სემინარს, პანელურ დისკუსიასა და სამუშაო შეხვედრას, რომელთაც, ტრადიციულად, სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალები გაუძღვებიან.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან,  2015 წლიდან  პარტნიორები არიან. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ფესტივალის დეტალური განრიგი უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

 შევხვდებით ბათუმში, 16-17 სექტემბერს, AD BLACK SEA-ზე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები