1 9 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: თუ აშშ-ს კორონავირუსის მეორე ტალღა დაარტყამს, ქვეყნის ჩაკეტვას არ ვაპირებთ

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

 „ხალხი ამბობს, რომ მეორე ტალღა ძალიან აშკარა შესაძლებლობაა, რომ ეს სტანდარტია. თუმცა, ჩვენ ხანძარს ჩავაქრობთ. ქვეყნის დახურვას არ ვაპირებთ. ჩვენ შეგვიძლია ხანძრის ჩაქრობა, თუმცა ქვეყნის ჩაკეტვა არ მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 აქამდე აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა დადგეს.

 „როდესაც ამბობთ გაქრება თუ არა ვირუსი, ბევრჯერ მითქვამს ეს და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ეს ძალზედ გადამდები ვირუსია. მომდევნო თვეების განმავლობაში სულ რომ კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ ის, სავარაუდოდ, მეორე ტალღა იქნება სადმე მსოფლიოში, რაც საბოლოოდ ჩვენამდეც მოაღწევს“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები