0 5 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ემიგრანტი დედა :,,ჩემს შვილს ჩემთან ყოფნის შეეშინდა, დამიჯერეთ ეს ყველაზე დიდი დარტყმაა დედისთვის”


ემიგრანტი  ნათია ლაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"აღარ შევაწუხებ ჩემს ირგვლივ მყოფს და ჩემს ოჯახს ჩემი ტირილით და წუწუნით მეთქი.
მოვირგე ძლიერი ქალის ნიღაბი….და გავაგრძელე მუშაობა..ყოველი ხელფასი მიდიოდა ორ ნაწილად ბანკი და შვილების სწავლის გადასახადი…

რადგან სტუდენტი და აბიტურიენტი მყავს უფროსები…ჯიბეზე მხოლოდ გზის ფულს და ტელეფონის ანგარიშის ფულს ვიტოვებდი….რადგან გაუთვალისწინებელი რამეები სულ ჩნდება ხოლმე.
ჩემი ამ სტატიის დაწერის მიზეზი გახლდათ ის რომ….
მოკლედ დავიწყებ იქიდან, დღეს ვნახე შოთო სიხარულიძეს პოსტი აქ ამ ჯგუფში,
“ემიგრანტ დედის წერილი”
და გამახსენდა ჩემი რამდენიმე თვის წინ იგივე ანალოგიურ შემთხვევა.
მე არ ვყოფილვარ საქართველოში და გულში არ ჩამიკრავს ჩემი ერეკლე მისი სუნი არ შემიგრძნია….როგორც მაგ ქალბატონს…ეგ კიდევ ერთი ბედნიეეება დედის.
მაგრამ….
მისი მონაყოლი ის სიტყვები იყო ჩემი ტკივილის გახსენება რამაც ლამის სულიერება დანგრია ჩემში ….
__დავრეკე სკპ ასე სამი თვის წინ,და კოპტან ჩემი მესამე შვილი დამხვდა, ვეფერები დედას გულის არტერია ხარ ჩემი ჰაერი და ასშ
დედას ძალიან ენატრები მეთქი….მიცქერს ურეაქციოთ…არაფერს მპასუხობს…ადრე მიცინოდა უხაროდა ეს მოფერება…
და მეუბნებიდა დედა ჩამოდი მენატრები , მიყვარხარ და ასეთ სიტყვებს მეუბნებოდა სულ…
ვტიროდი ჩუმად ცრემლს არ ვანახებდი ძლიერი დედის ნიღაბს ვირგებდი და ესე ვარ ეხლაც….
ვტიროდი ესე მეუბნება მეთქი თურმე ვაიი საბრალოვ სჯობდა მომესმინა ესეთი სიტყვები ვიდრე გვითხრას რომ არ უნდა შენთან ჯდომა სკპ და საუბარი…მას თამაში ან მულტფილმი ურჩევნია.
ჩემო მეგობრებო
გამიგრძელდა საუბარი მომიტევეთ.
__ როცა დავრეკე სკპ იჯდა ჩემი 8 წლის ერეკლე….ჯერ არ გამიხსნა, დაასრლა თამაში და ბოლოს თვითონ დამირეკა….
დედა ვთამაშობდი და მიტო გითიშავდი ზარს მიპასუხა როცა ვუსაყვედურე რატო არ მიპასუხეთ თქო.
მეწყინა გულში რაღაც გაწყდა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე,და გავაგრძელე,
დედა იცი? საბუთს ავიღებ მალე და აქ წამოგიყვან ჩემთან სკოლაში აქ გატარებ სანამდე მე დავრჩები აქ შენც აქ მეყოლები….დედას გულში ჩაეხუტები ერთად დავიძინებთ მეთქი…
არაფერი მიპასუხა განწყობა აშკარად შეეცვალა….თითქოს არ მოეწონა .
მალე გაითიშა სკპ კინაღამ გული გამიჩერდა მეგონა მან გამითიშა მეთქი. მერე ეგრევე ჩემ შვილმა უფროსმა მომწერა დედა ინტერნეტი გათავდა და ხვალ დილით დაგირეკავ არ ინერვიულოო.
გულში ჩაიდო ჩემი ნათქვამი უგუნებოდ იყო და სულ ფიქრობდა…
საღამოს კი თურმე ბებიას ეკითხება ერეკლე, დედამ მითხრა რომ წაგიყვან მალე, და შენც ხომ წამოხვალ ბებია?!
არა ბებო მე აქ დავრჩები,შენს ველოსიპედს და ნივთებს ხომ უნდა პატრონი?რომ არავინ მოიპაროს დაამშვიდა ბებია მისმა…შენ დედასთან იქნები და მალმალე ჩამოხვალ ჩემთან.
თურმე იტირა მე არ წავალ დედასთან უშენოთო თუ არ წამოხვალო.
არ ჭამა ვახშამი და მშიერი დაიძინაღამით იძახოდა სიზმარში ბოდვა დაიწყო დედამ არ წამიყვანოსო…ბებია ხომ წამიხვალო?და გულში ეკვრებოდა ბებიას მძინარე..
მეორე დღეს,ჩემი შვილი მარიამმა ფეისბუქით დამირეკა და მელაპარაკადედა ესე მოხდაო.
მთელი სხეული წამერთვა წნევა ამიწია მგონი, რაღაც ყურებში წამით სმენა დავკარგე თითქოს,
იციით?! არა ადამიანურად ყვირილი და კივილი მომინდა! ხმა რომელიც დაანგრევდა კედლებს….სულიერი ტკივილი რომელმაც დაანგრია და გააუფერულა ჩემი მიზნები.
ჩემს შვილს ჩემთან ყოფნის შეეშინდა….და ის განიცადა რომ ბებიას ვერ დათმობდა….ჩემ შვილს რომელიც უჩემოდ ვერ იძინებდა და მთელი თვეები ტიროდა და განიცდიდა უჩემობას, დღეს ესე ფიქრობს და აღარ უნდა დედა.ეს კი დამიჯერეთ ყველაზე დიდი დარტყმააა დედისათვის….დამიჯერეთ
ვერაფერს ვპასუხობდი ვიდექი უსულო საგანივით და მივსჩერებოდი პირის მოძრაობას ხმა არაფერი მესმოდა….მარიამი მიხვდა კარგად რომ ვერ ვიყავი ჩემი უცნაური მზერა და იმ მომენტ ქმედებამ შეაშინა სასწრაფოთ საუბარი შეცვალა…. შეეცადა განწყობის გაუკეთესება…მის წარმატებულ გამოცდებზე მესაუბრა თუმცა არ დაგიმალავთ და არაფერი გამიგია.
როდესაც გავთიშე ვიდეო საუბარი შვილთან ვნახე ფრჩხილები და ტუჩები სულ დამეჭამა, ტუჩიდან სისხლი მსდიოდა…რამაც შეაშინა ჩემი შვილი თურმე რატომ შეცვალა საუბრის თემა.
აი რა მივიღე ჩემი თავს ნატვირთი ჯვარის სანაცვლოთ..პრობლემები პრობლემები და ისევ პრობლემენი.არ მთავრდება აქ ჭაობია ამბობდენ და არ მეჯერაპრობლემები მგონი უფრო და უფრო ჩნდება. და ამ წლებს აქ ვკარგავთ.დედა შვილური,ცოლქმრული სიყვარულისა სანაცვლოთ.მას შემდეგ აღარც კი მიხსენებია მისი აქ წამოყვანა რადგან მეც მალე უნდა დავბრუნდე და დავიბრუნო ის რაც საკუთარი ხელით დავთმე და საკუთარი ხელით გავანიავე…სიყვარული ჩემდამი შვილების…და არა ფული.."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები