1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე მინდა, რომ წულუკიანი დარჩეს" - გია გაჩეჩილაძე

ახალი მინისტრების შესარჩევად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. 

ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის მცირე კონცეფცია მისაღებია, ნაწილი კი თვლის, რომ უკვე გაერთიანებული სამინისტროებიც უნდა დაიშალოს.

„ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანებასთან დაკავშირებით. მე დავსვამ საკითხს ისევ გაყოფასთანდაკავშირებით, მაგრამ ეს ახლა არ მოხერხდება, ამას ბიუჯეტში ცვლილება უნდა. ვთხოვ, რომ დაიწყოს კონსულტაციების პროცესი.

და მეორე - მე მინდა, რომ წულუკიანი დარჩეს. რადგან მას დაწყებული აქვს ჰააგაში სერიოზული პროცესი და აუცილებლად ბოლომდე უნდა მიიყვანოს რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხი“-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე.

"ქართული ოცნების" ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბრიფინგიაჩანიშნული. მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს. რის შემდეგაც 15:00 საათზე ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროცესები უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები