2 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„არავის შეუძლია ტკივილი მომაყენოს ჩემი ნებართვის გარეშე“ - მაჰათმა განდის რჩევები

მაჰათმა განდი — ადამიანი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში მებრძოლი სულითა და გენიალური გამოთქმებით შევიდა. ამ ადამიანის გამონათქვამების გათვალისწინებას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. წაიკითხეთ და აუცილებლად გაითვაისწინეთ ისინი

 აკონტროლე საკუთარი თავი — „არავის შეუძლია ტკივილი მომაყენოს ჩემი ნებართვის გარეშე“, ამბობდა განდი და ფიქრობდა, რომ როგორ გრძნობ თავს დამოკიდებულია იმაზე, როგორ რეაგირებ ამა თუ იმ ფაქტზე. შენ შეგიძლია მართო საკუთარი ფიქრები, რეაქციები და ემოციები.

 აპატიე და გაუშვი — „სუსტი ვერასდროს შეძლებს პატიებას, პატიება ძლიერთა საქმეა“. ბოროტების წინააღმდეგ ბოროტებით ბრძოლა გამოსავალი არასდროს არის. აირჩიე პატიება, ამით მოწინააღმდეგეს საკუთარ შეცდომას დაანახვებ.

 იმოქმედე — „ერთი უნცია მოქმედება სჯობს ტონობით ქადაგებას“. მოქმედება ხშირად ძალიან რთულია და ამისთვის ძალა ყველას არ ჰყოფნის, თუმცა მოქმედების გარეშე წინ ვერასდროს წახვალ.

 ჩვენ ადამიანები ვართ — „უგუნურებაა დარწმუნებული იყო საკუთარ გენიალურობაში. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველაზე ძლიერიც შეიძლება დასუსტდეს, ყველაზე ჭკვიანსაც შეიძლება შეეშალოს“. როდესაც იჯერებთ, რომ თქვენ ყველაფერი იცით და ყველაფერი შეგიძლიათ სწორედ მაშინ კარგავთ რეალობის აღქმას და იწყებთ უკუსვლას.

 შეინარჩუნე გამძლეობა — „თავდაპირველად ისინი გაიგნორებენ, შემდეგ დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან, შემდეგ შენ იმარჯვებ!“ იყავი მომთმენი და აკეთე ის, რისიც გწამს, აუცილებლად გაიმარჯვებ.

 დაინახე ადამიანებში კარგი — „ადამიანებში მხოლოდ დადებით თვისებებს ვხედავ. თუ თავად არ ვარ უნაკლო რა უფლება მაქვს განვსაჯო სხვების ნაკლი?“ ყველა ადამიანში არის  რაღაც კარგი, ნუ ეძებთ ნაკლოვან მხარეებს. შენ თავად ირჩევ რაზე გაამახვილო ყურადღება.

 განაგრძე განვითარება — „მუდმივი განვითარება ცხოვრების კანონია, ადამიანს, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ დოგმებს, რათა გამოჩნდეს თანმიმდევრული ცხოვრება არასწორი მიმართულებით მიჰყავს“. შენ ყოველთვის შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, უკეთ გესმოდეს შინაგანი თუ გარეგანი სამყაროსი. ისწავლეთ, იშრომეთ, განვითარდით…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები