1 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარადგინა

Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200-ამდე კომპანია იყო ჩართული. საერთაშორისო გამოფენაში,  ქართველ მწარმოებლებთან ერთად,  ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიებიც მონაწილეობდნენ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება „თეგეტა აგრი“ კი დამთვალიერებლის წინაშე სპეციალური ტექნიკით წარდგა.

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 2023 წლის ბოლოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარება პრიორიტეტად აქცია. საქართველოსა და რეგიონში მაღალტექნოლოგიური სპეციალური ტექნიკის ხელმისაწვდომობა გაზარდა და ფერმერებისთვის საიმედო პარტნიორად იქცა.

გიორგი მარდალეიშვილი, „თეგეტა აგრის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულების განვითარების მენეჯერი: „Winexpo Georgia-ზე ჩვენი მონაწილეობის მიზანი იყო, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის  და ასევე ღონისძიების ვიზიტორებისთვის  რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენით არიან დაინტერესებული, პრემიუმ კლასის ბრენდები გაგვეცნო.  საერთაშორისო გამოფენაზე წარვადგინეთ Goldoni-ს პრემიუმ ხაზის სავენახე და საბაღე ტექნიკა და ასევე დიდი ზომის, მაღალი სიმძლავრის ტრაქტორები. ვიზიტორების მხრიდან მაღალი იყო ინტერესი  Fendt-ისა და Valtra-ს მიმართაც. ეს არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდები და მათი უპირატესობა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებისთვის უკვე კარგად ცნობილია.

ბრენდებით, რომლებიც „თეგეტა აგრიში“ გავაერთიანეთ, ვპასუხობთ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თეორიულად შეიძლება იყოს საქართველოში. ჩვენი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია როგორც მაღალი, ისე საშუალო შემოსავლის მქონე ფერმერებისა და კომპანიებისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თეგეტა აგრი“  რეგიონში მიმართულების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს “.

„თეგეტა აგრის“ მიერ Winexpo Georgia-ზე წარდგენილი ტექნიკა გამოირჩევა გამძლეობითა და მაღალი ხარისხით. Fendt-ის ტრაქტორები აღჭურვილია ძლიერი ძრავებით, მოწინავე გადაცემის სისტემებით და კარგად არის მორგებული ისეთ ამოცანებზე, როგორებიცაა ხვნა, ნიადაგის მომზადება, თესვა და სხვა. ტრაქტორები თავსებადია ტექნოლოგიებთან, რომლებიც გამოიყენება სასუქების, პესტიციდებისა და ჰერბიციდებისთვის. კომბაინები კი მაღალი წარმადობითა და სეპარაციის სისტემით გამოირჩევა. ეს ფუნქციები ქიმიური მოხმარების, გარემოზე ზემოქმედებისა და მოსავლის დანაკარგის მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს.

Valtra-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის მრავალფუნქციურობა. სხვადასხვა რელიეფზე ნავიგაციის უნარით, ეს ტრაქტორები ეფექტიანია კულტურების ფართო სპექტრის მოსაყვანად. ცნობილია ძლიერი ჰიდრავლიკური სისტემითაც და გამართულად, საიმედოდ მუშაობს. ასევე, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა მორგებული და დამატებითი მოწყობილობების სიმრავლით გამოირჩევა.

იტალიური Goldoni კი ცნობილია, როგორც სპეციალიზებული და პატარა, მრავალმხრივი ტრაქტორების მწარმოებელი. ამ ბრენდის ტექნიკა იდეალურად ერგება მცირე და საშუალო ზომის ფერმების საჭიროებებს.

WinExpo Georgia 2024-ის ფარგლებში, ღვინის ექსპორტის ფორუმიც გაიმართა, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავდა მიზნად.

სამდღიანი ფესტივალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანიის, “Tegeta Construction Equipment”-ის ახალი მიმართულება, „თეგეტა აგრი” 2023 წლიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ევროპული  ბრენდებით ამარაგებს ქართულ ბაზარს. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ მსხვილ აგროტექნიკის მწარმოებელ ბრენდებს როგორებიცაა: Fendt, Valtra, Goldoni, JCB და Zetor. „თეგეტა აგრის“ “Fendt”-ისა და “Valtra”-ს ოფიციალური დისტრიბუტორის სერტიფიკატიც გადაეცა, ორივე მათგანი გაერთიანებულია ამერიკულ კორპორაცია”AGCO”-ში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება-რეალიზაციის მხრივ მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...