2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ ახალი, მულტიფუნქციური სერვისცენტრი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს - სპეციალური შეთავაზებები მომხმარებლებს

უნივერსიტეტის ქუჩის #6-ში „თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი თებერვლიდან გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. სერვისით სარგებლობა 09:30-დან 21:00 საათამდეა შესაძლებელი, ხოლო 18:30-დან 21:00 საათის პერიოდში მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდება - ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება. დღის განმავლობაში კი სავალი ნაწილის შემოწმება უფასოდაა შესაძლებელი.

ნიკა მაღრაძე, ფილიალის დირექტორი: „მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლის გამარტივება ჩვენი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ მანქანის მფლობელებს „თეგეტა მოტორსის“ განახლებულ ფილიალში განსაკუთრებული შეთავაზებები მოვუმზადეთ. ჩვენს მულტიფუნქციურ სერვისცენტრში ნებისმიერი მომსახურების მიღება საღამოს 18:30 საათის შემდეგ 20%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციალური შეთავაზება გავრცელდება პროდუქციაზეც.

ჩვენს განახლებულ ფილიალში კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის სერვისებს გთავაზობთ. დავნერგეთ არაერთი ტექნიკური თუ პროცესული სიახლე. მნიშვნელოვნად შევამცირეთ მომსახურების დრო ევროპული და ამერიკული უახლესი დანადგარების საშუალებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების პროცესში სრულად შევცვალეთ ურთიერთობის ფორმა – ყველა საჭირო დეტალზე სათანადოდ გადამზადებული სერვისის მენეჯერი ზრუნავს. გვსურს, ეს განსაკუთრებული საავტომობილო სერვისები და პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სპეციალური შეთავაზებების საშუალებით“.

„თეგეტა მოტორსის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად - 50-მდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი. ცენტრში გერმანული წარმოების საავტომობილო ამწეები და თვლების შეყრის თანამედროვე ამერიკული დანადგარი Hunter-ია განთავსებული. ვიბრაციული კონტროლის ფუნქციითაა აღჭურვილი ბალანსირების აპარატი. ვულკანიზაციაში არსებული დანადგარით კი საბურავების დაშლა-აწყობა დისკის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.

ტერიტორიაზე ავტომობილის სარეცხი გერმანული წარმოების პორტალებია განთავსებული. რეცხვა ორი მეთოდით არის შესაძლებელი – მხოლოდ წყლის ჭავლით, ლაზერულად ან თანამედროვე ჯაგრისებით აღჭურვილი რობოტი დანადგარით, რომელიც ავტომობილის ზედაპირს დაზიანების გარეშე ასუფთავებს. ამავე დანადგარით შესაძლებელია ავტომობილის ძარის ქვედა მხრიდან გარეცხვა.

„თეგეტა მოტორსის“ ახალი სერვისცენტრის გახსნის ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართა. მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით ემსახურება. კომფორტულ გარემოში მსუბუქი ავტომობილის მფლობელები სრული სერვისის მიღებას შეძლებენ, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. შოურუმის ეზოში კი ხუთი ელექტროდამტენია განთავსებული. შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...