1 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. 

 

თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის.

თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულებას სავალუტო პროდუქტების გაყიდვების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც 40 სექტორში 7300 კორპორაციულ კლიენტს ემსახურება. თითოეული ინდუსტრია დარგის ექსპერტულ ცოდნასა და კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს. თითოეულ სექტორს შესაბამისი პროდუქტის მენეჯერი ფარავს, რომელიც სავალუტო ბაზრებზე დიდი გამოცდილების დახმარებით, ეფექტურად მართავს პორტფელს.

 

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისიმ 308 მილიონ ლარზე მეტი სავალუტო შემოსავალი მიიღო, რაც სავალტო ბაზრებზე ზრდადი კონკურენციის მიუხედავად, 10%-ითაა გაზრდილი.

თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სავალუტო პროდუქტების მოხმარება სრულად ციფრულია, რაც ზოგავს მათ დროს და ზრდის მათ კმაყოფილებას.

 

თიბისის კორპორაციულ კლიენტებს კონვერტაციის გატარებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. თიბისის ინტერნეტ ბანკში ჩაშენებულია “კონვერტაციის კურსის მოთხოვნის ფანჯარა“, საიდანაც კლიენტს შეუძლია შეღავათიანი კურსით კონვერტაციაზე მოთხოვნა გამოაგზავნოს და პირდაპირ, შეტყობინების საშუალებით დაეკონტაქტოს ბანკს.

 

თიბისის მისიის - “ადამიანების ცხოვრების გამარტივების” შესაბამისად, თიბისის გუნდმა, სავალუტო ოპერაციების მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პირველი ეტაპი ძირითადი რეგიონული ვალუტებისთვის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული საკურსო ტარიფების შეთავაზებას გულისხმობს თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში.

 

პროდუქტის შექმნის დღიდან, 500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი იყენებს საკურსო ტარიფების მოდულს ინტერნეტ ბანკში. შედეგად, ჯამში 130 000-ზე მეტი სავალუტო ოპერაცია, სავალუტო მენეჯერის გარეშე, ავტომატურად შესრულდა.

 

“გვეამაყება, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და სავალუტო პროდუქტებს ვთავაზობთ. შეუფერხებელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რისი დასტურიცაა 2024 წელს საკურსო ტარიფების ინსტრუმენტის ჩაშენება თიბისის ციფრულ არხებში. ახალი ინიციატივით, მომხმარებლებს ციფრულ არხებში წვდომა აქვთ სპეციალურ სავალუტო ტარიფებზე. ასევე, შესაძლებლობა აქვთ სავალუტო ტრანზაქციები 24/7-ზე, მომენტალურად შეასრულონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ძირითადი და რეგიონული ვალუტით სავაჭრო შესაძლებლობებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი საქმიანობით და შედეგებით, იურიდიული პირების სავალუტო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი და ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ”, - ქეთევან კანდელაკი - თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...

  • 18:08

    შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...

    26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც  საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...

  • 16:53

    როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო ...

    ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...

  • 15:02

    საერთაშორისო შემოქმედებით ფესტივალ AD BLACK SEA-ის...

    თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...

  • 15:00

    თიბისის მხარდაჭერით ტარდება, წლის მთავარი ღონისძიე...

    9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...