1 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Art-გენი“ „ახალ საირმეში“

 

„Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი საირმეში კურორტის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას მიეძღვნა.

საფესტივალო დღე სასტუმრო „ახალი საირმეში“ ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა. გარე სივრცეში წარმოდგენილი იყო მინანქრისა და ვერცხლის ნაკეთობები, ბავშვების ნამუშევრები, ნაქსოვი თოჯინები, ახალგაზრდა ქუთაისელი მხატვრის ირაკლი სვანიძის ფერწერული ტილოები, ქუთაისელი ფოტოგრაფის გიორგი კოკელაძის ფოტოების გამოფენა, თოკით მოწნული სუვენირები და ასევე, გობელენისა და თექის ნამუშევრები.

რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების გაცნობის შემდეგ „Art-გენის“ ერთგულ მსმენელებს საშუალება ჰქონდათ, ჯადოსნურ გარემოში საყვარელ ჯგუფებს შეხვედროდნენ. საფესტივალო დღე „ჩვენებურების“, GAGA FRANI-ს, „REGGAEON“-ის, ნიაზ დიასამიძისა და „33ა“-ს ერთობლივმა კონცერტმა დაასრულა.

სოლომონ გოგაშვილი - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი, ბენდი „ჩვენებურები“: „ვფიქრობ დღევანდელი დღე შედგა - ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც კონცერტით, ასევე აუდიტორიით. განსაკუთრებული მუხტი მოდიოდა მათგან. საირმეში ისეთი გარემოა, შეუძლებელია, ადამიანი არ დატკბეს, პირველ რიგში, ბუნებით და შემდეგ ასეთი არაჩვეულებრივი მუსიკით. ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა და ვფიქრობ, ერთგვარ ტრადიციად შეიძლება ვაქციოთ „Art-გენისა“ და „ახალი საირმის“ ერთობლივი შეთავაზება სპეციალურად საირმის სტუმრებისთვის“.

GAGA FRANI - ფესტივალ „Art-გენის“ ორგანიზატორი:  „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა - თითქოს ყველაფერი დაგეგმილი, მაგრამ სპონტანურობით სავსე და ბუნებასთან შერწყმული.  „33ა“ წვიმაში რომ წვიმას უმღერის, სიყვარულს ქადაგებს და დღე ამით რომ სრულდება, ძალიან დიდი ბედნიერებაა“.   

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას. „Art-გენი“ სასტუმრო „ახალ საირმეში“ წელს პირველად გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, ბაღდათისა და ქუთაისის რაიონებიდან სხვადასხვა თაობის საინტერესო შემოქმედი აღმოაჩინა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, გამორჩეული ქართველი მუსიკოსების მოსასმენად აქცია-კონცერტზე 400-ამდე სტუმარი შეიკრიბა.

  

დავით ბეროზაშვილი - სასტუმრო „ახალი საირმის“  გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვემასპინძლა „Art-გენისათვის“, რომელიც ნამდვილი ქართული მუსიკალური და შემოქმედებითი დღესასწაულია. ეს ჩვენთვის პირველი მასშტაბური ფესტივალი იყო და მიხარია, რომ ახალი საირმის გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. რაც მთავარია, მიუხედავად წვიმისა, ფესტივალმა შესანიშნავად ჩაიარა - ძალიან ბევრ საინტერესო შემოქმედთან, ასევე პოზიტიურ და გახარებულ მსმენელთან ერთად“.

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „Art-გენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალი რეგიონული ტურნეს შემდეგ, ივლისის ბოლოს, ტრადიციულად თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დასრულდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...